|
2022-01-09 17:21:33, 1312 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი
ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად დაწყებული არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა - 103 - იყო ალმათიში, ქვეყნის მთავარ ქალაქში, სადაც დემონსტრანტებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები და ცეცხლი წაუკიდეს. ქვეყნის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის თქმით, დაღუპულთაგან სამი არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 4 წლის გოგონა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 1,300 უსაფრთხოების ოფიცერი დაშავდა. ხოლო დაკავებულთა რიცხვი დაახლოებით 5,800 ადამიანს აჭარბებს. ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები ახალი წლის პირველივე დღეებიდან იმართება. თავდაპირველად, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს მანქანის საწვავად გამოყენებული თხევადი ნავთობის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან შეასრულონ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – შეამცირონ გაზის ფასი. ამის მიუხედავად, პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიყო. გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მთავრობამ ბეზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღით დააწესა. ქვეყნის მასშტაბით, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. პოგრომების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე შტურმი, რა დროსაც, ათობით ადამიანი დაიღუპა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)