16:44 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 13:19:25, 704 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას 175 000 ჯარისკაცით გეგმავს

რუსეთი 175 000 ჯარისკაცით უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავს. - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა.

The Washington Post-ის ცნობით,  აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა, რომ კრემლი უკრაინაზე  შეტევას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას 175,000-მდე ჯარისკაცი მიიღებს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", - თქვა  ანონიმურად Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

The  Washington Post-ის მიერ მოპოვებული აშშ-ს დაზვერვის დოკუმენტი, მოიცავს სატელიტურ ფოტოებს, რომელშიც ჩანს ჯარისკაცები, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ადგილზე გროვდებიან. დოკუმენტის თანახმად, ტანკებთან და არტილერიასთან ერთად საბრძოლო ველზე 50 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული.

უკრაინული ინფორმაციით, მათ საზღვრებთან 94 000-მდე რუსი სამხედრო იყო განლაგებული, აშშ-ს დაზვერვის ბოლო ცნობებით კი, მათი რიცხვი 70 000-მდეა. თუმცა, ამერიკული ცნობების მიხედვით, მოსალოდნელია მათი რაოდენობის 175 000-მდე გაზრდა. მათი აზით, რუსეთის სამხედრო შენაერთების ინტენსიური გადაადგილება ემსახურება "მათი მიზნების ბურუსით მოცვასა და გაურკვევლობის შექმნას".
 
აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენელის თქმით, ბოლო თვეში გაზრდილია რუსული და მათ მიერ კონტროლირებული მედიების პროპაგანდაც, უკრაინისა და NATO-ს წინააღმდეგ, რათა პოტენციური რუსული სამხედრო აგრესია მომავალში მათ დააბრალონ. 

ამასთან, ბლინკენმა გააფრთხილა უკრაინელები, არ მისცენ რუსეთს სამხედრო მოქმედების საბაბი.

”ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინას თავი შეიკავონ, რადგან არ წამოეგო რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციას." - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics