15:39 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 13:57:54, 1313 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, რეკორდული ინფლაციის შემდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო

თურქეთში ეროვნული ვალუტის კურსის რეკორდულმა ვარდნამ პროტესტი გამოიწვია, - ანკარასა და სტამბოლის მოსახლეობა ქოთნებითა და ტაფებით ქუჩებში გამოვიდნენ და მთავრობისა და მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და განვითარების" (AKP) ლიდერების გადადგომის მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ჰიპერინფლაციის შიშობენ. თურქული გამოცემების Duvar-ის და Cumhuriyet-ის  ცნობით, ანკარაში პოლიცია მათ აღკვეთას ბარიერით ცდილობდა, პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, მსვლელობა მაინც გაგრძელდა.

საპროტესტო აქციები თურქეთის დიდ ქალაქებში სამშაბათს საღამოს დაიწყო სტამბოლის ქურთულუშის რაიონიდან ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს შეაჩეროს აქციის მონაწილეთა მსვლელობა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სხვა ვიდეოში ისმის მომიტინგეების სკანდირება: "გადადგეს - მთავრობა!"

თურქული ლირის კოლაფსს უკვე ეწოდა „შავი სამშაბათი“. ეროვნული ვალუტის ისტორიული ვარდნამ 17,5%-ით, დოლარზე 11,4-დან 13,4 ლირამდე შეადგინა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დაბალი ტარიფების პოლიტიკას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics