14:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 11:51:01, 1178 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან. - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, მიმდინარე კვირის დასაწყისში რეგიონში შექმნილი ვითარებისა და ბრიუსელში, 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კონტექსტში.

პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა უმასპინძლოს პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ რეგიონში არსებული სიტუაცია და დაძაბულობის დაძლევის გზები აყვავებული და სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის, რასაც ევროკავშირი მხარს უჭერს. სატელეფონო საუბრების დროს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაამყარებენ პირდაპირ საკომუნიკაციო ხაზს, შესაბამისი თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელიც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის როლს შეასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მესამე შეხვედრა შედგება ფაშინიანსა და ალიევს შორის. წინა ორი შეხვედრის ორგანიზება რუსეთმა ითავა და მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics