|
2021-11-20 10:53:02, 695 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“ გახსნეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მცხეთის რაიონში, სოფელ ნატახტარში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი” გახსნეს. „ფუდ ალიანსი” სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე აწარმოე საქართველოს თანადაფინანსებით შექმნილი ახალი საწარმოა. ეს არის პირველი სამრეწველო წარმოება პურის და ფუნთუშეულის იმ ასორტიმენტის, რომელიც საქართველოში მხოლოდ იმპორტირებული იყო და არა ადგილობრივი. ახალი საწარმოს პროდუქცია ჩაანაცვლებს იმპორტს; სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის განხორციელებაც. საწარმოში ნახევარფაბრიკატები ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები. ახალი საწარმოს შესაქმნელად, 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და100-მდე ადამიანი, მათ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძულებით გადაადგილებულები დასაქმდნენ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შპს „ფუდ ალიანსი“ მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი პურ-ფუნთუშეულის გაყინულ ნახევარფაბრიკატს სთავაზობს. ტექნოლოგიურ პროცესს გამოცდილი ფრანგი ტექნოლოგი უზრუნველყოფს. ,,ეს ინვესტიცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის. პროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას ქართველი ხალხისთვის, წაახალისებს ტურისტულ სექტორსაც და იქნება მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელია. პროექტს მხარს უჭერს როგორც „აწარმოე საქართველო” ისე შეღავათიანი აგროკრედიტი, რაც ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი პირობაა", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ. შპს „ფუდ ალიანსმა“ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს მოსაწყობად 11 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოს შექმნა მხარდაჭერილია „აწარმოე საქართველოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დანიის დევნილთა საბჭოს მიერ. „დარწმუნებული ვარ საქართველოს პოტენციალში, დარწმუნებულები ვარ მის ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ინვესტირება მომგებიანია”, - აღნიშნა ფრანგმა ინვესტორმა, ჟაკ ფლურიმ, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს. კომპანია „ფუდ ალიანსი“ აგროინდუსტრიული ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს, ქართველი, ფრანგი და ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ შეიქმნა და პროექტებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)