|
2021-11-19 15:10:49, 799 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კომპანია „ფუდ ალიანსმა“ მცხეთაში, სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო გახსნა. გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10 197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. „ფუდ ალიანსმა“ პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.5 მლნ ლარს შეადგენს. "მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. მომხმარებლის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე მისი ხარისხის და პრაქტიკული გამოყენების გამო. საწარმოში დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. საწარმო კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შორის 80% იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს", — განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორაციული საბანკო მიმართულებით. "ნამდვილი ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის შესაქმნელად საჭიროა დიდი გამოცდილების მქონე კონდიტერი, რასაც ჩვენს შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩვენი უდიდესი გამოცდილების მქონე, მრავალი ჯილდოს მფლობელი და ცნობილი ფრანგი კონდიტერი, ვილიამ დენოქსი. კომპანია აღჭურვილია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით. ფუდ ალიანსი მომხმარებელს სთავაზობს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ინოვაციურ ევროპული სტილის პურების დიდ ასორტიმენტს, ვიენუაზერს (კრუასანის ცომით დამზადებულ ტკბილეულს), ქართულ და ევროპულ ნახევარფაბრიკატს“ - განაცხადა ჟაკ მარი ფლურიმ, კომპანიის დირექტორმა. ინფორმაციისთვის, „ფუდ ალიანსი“ 2019 წელს, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში მრვალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. დღესდღეობით, საწარმოში ასზე მეტი დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელიც ყველა დიდ საცალო ვაჭრობის ქსელში, ჰორეკას სექტორსა თუ სხვადასხვა მსხვილ კომპანიებშია წარმოდგენილი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)