14:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 17:12:09, 1169 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჯეიკობ ჩენსლის, ეგრეთ წოდებული "QAnon Shaman"-ს, აშშ-ს კაპიტოლიუმში  არეულობაში მონაწილეობისთვის 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა  .- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა სთხოვა სასამართლოს  ჩენსლისთვის მკაცრი სასჯელი გამოეტანათ, რომელიც მაგალითს მიცემდა 6 იანვრის შემთხვევაში მონაწილე პირებს. პროკურორებმა ჩანსლი "ბარბაროსული ბრბოს სიმბოლოდ" დაასახელეს.

მოსამართლე როის ლამბერტსის გადაწყვეტილებით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე,  ჩენსლი ციხეში იმყოფებოდა, მიხედავად იმისა, რომ მან არაერთგზის სცადა მოსამართლის სიმპათიები მოეპოვებინა და სასამართლომდე გათავისუფლებულიყო.

ჩენსლის სურათები კაპიტოლიუმში ვირუსულად გავრცელდა მისი უცნაური გარეგნობის გამო, მან მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსის კაბინეტში დატოვა ჩანაწერი -„ეს მხოლოდ დროის საკითხია. სამართლიანობა მოდის. !"

  6 იანვრამდე, ჩენსლი გამოირჩეოდა მოწოდებები, იგი მის მიდევრებს „კორუმპირებული მმართველების აღმოჩენისკენ მოუწოდებდა“.

თავის საბოლოო სიტყვაში, რომელიც 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მან აღნიშნა თუ როგორ ნანობს ჩადენილ დანაშაულს მან თქვა, რომ არასწორად მოიქცა, როცა  კაპიტოლიუმში შევდია და რომ ის არ არის მეამბოხე ან  ტერორისტი, არამედ "კარგი ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია".

ჩენსლი არის ერთ-ერთი პირველი ბრალდებული დანაშაულის ჩადენის 660-ზე მეტ ბრალდებულთაგან , რომლებმაც კაპიტოლიუმის შენობაზე იერიში მიიტანეს.

ბუნტისა და მისი დაკავების შემდეგ ჩენსლიმ მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეწყალება სთხოვა. მან პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობაც გამოაცხადა და ცნობილ ამერიკულ გადაცემას „60 წუთს“ ციხიდან უნებართვოდ მისცა ინტერვიუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics