|
2021-11-02 17:59:06, 1313 ნახვა
მსოფლიო
The Wall Street Journal - ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ყოფილი ავღანელი სამხედროები „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ
ავღანეთში, შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი სადაზვერვო სამსახურის და ელიტარული სამხედრო ნაწილების ზოგიერთი ყოფილი წევრი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა- ამის შესახებ ინფორმაციას „The Wall Street Journal“- ი ავრცელებს. მათი ცნობით, „თალიბანის“ ლიდერების, ავღანეთის რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, იმ ადამინების რაოდნეობა ვინც ტერორისტულ ჯგუფს შეუერთდა, შედარებით მცირეა, მაგრამ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალწვეულებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ შესაძლოა შესძინონ ის გამოცდილება, რომელსაც ამერიკული ძალები წლების განმავლობაში აძლევდნენ მათ, მაგალითად, დაზვერვისა და ომის ტექნიკაში, რაც პოტენციურად აძლიერებს ექსტრემისტული ორგანიზაციის უნარს, დაუპირისპირდეს „თალიბანს“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-K-ში გაწევრიანდა გარდეზში, სამხრეთ პაკტიას პროვინციის დედაქალაქში მყოფი იარაღის საწყობის მეთაური, რომელიც თალიბებმა გასულ კვირაში, შეტაკების დროს მოკლეს. ყოფილი ოფიციალური პირის „The Wall Street Journal“-სთან ამბობს, რომ დაჯგუფებაში გაწევრიანდა მისი რამდენიმე ნაცნობი, რომლებიც სამხედროები და დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. თალიბანის მთავრობამ მათი სახლები გაჩხრიკა და ამ პირებს ჩაბარება მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ძალებმა აღანეთი ამ წლის 31 აგვისტოს სრულად დატოვეს, რის შემდეგაც ძალაუფლება „თალიბანის“ ხელში გადავიდა. მათ 7 სექტემბერს დაამტკიცეს მთავრობა. „თალიბანის“ მმართველობას მოჰყვა არაერთი მსხვერპლი, მათ შორის დააკავეს ის ადამიანები, რომელბიც დაჯგუფების მმართველობის პირობებში უფლება შეზღუდულები დარჩნენ, მათ აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა ავღანეთის მტავრობის მომხრე ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ პარტიზანულ დაჯგუფეფებად ჩამოყალიბდნენ. „თალიბანს“ აქტიურად უპირისპირდება ექსტრმეისტული ორგანიზაცია „ისალამური სახელმწიფო“, რომელმაც არაერთი აფეთქება მოახდინა ქვეყანაში,მეჩეთებსა და საავადმყოფოებზე.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)