|
2021-10-25 16:50:09, 1396 ნახვა
მსოფლიო
სუდანის სამხედრო ძალებმა გარდამავალი მთავრობა დაშალეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
სუდანის სამხედრო ძალებმა გადარმავალი მთავრობა დაშალეს, პოლიტიკური ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. გენერალმა აბდელ ფაფა ბურჰანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთობლივ სამოქალაქო საბჭოს, მომხდარის მიზეზად ორ მხარეს სრის პოლიტიკური დაძაბულობა დაასახელა. სატელევიზიო გამოსვლაში მან თქვა, რომ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება, ამბიციებმა და ძალადობის წახალისებამ აიძულა, ემოქმედა და დაეცვა ქვეყანა და "რევოლუციის კურსი გაესწორებინა". გენერლის თქმით, სუდანი დარჩებოდა საერთაშორისო შეთანხმების ერთგული და გადავიდოდა სამოქალაქო მმართველობაზე 2023 წელის ივლისში დაგეგმილი არჩევნებით. სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები უთანხმოებაში არიან მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ხანგრძლივი მმართველი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და გარდამავალი მთავრობა შეიქმნა. დაკავებულ ლიდერებს შორის არის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი. ის შინა პატიმრობაშია. აბდოკთან ერთად დააკავეს მისი კაბინეტის რამდენიმე წევრი და სხვა სამოქალაქო ლიდერები. ინფორმაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, დაკავებულები უცნობ ლოკაციაზე არიან და სამხედროები პრემიერმინისტრისგან სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერას ითხოვდნენ. დედაქალაქ ხართუმში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ვრცელდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და სროლის ცნობები. თვითმხილველთა თქმით, გათიშულია ინტერნეტი და ქალაქში მობილიზებულია შეიარაღებული დაჯგუფებები. ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები გაუქმებულია. თვითმხილველთა თქმით, გათიშულია ინტერნეტი და ქალაქში მობილიზებულია შეიარაღებული დაჯგუფებები. ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები გაუქმებულია. სუდანის და სამხრეთ სუდანში დიდი ბრიტანეთის საგანგებო წარმომადგენლის რობერ ფეარვეზერის თქმით სამოქალაქო ლიდერების დაკავება "რევოლუციის, გარდამავალი პერიოდის და სუდანელი ხალხის ღალატია". ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს აშშ-მ, გაერომ, ევროკავშირმა და არაბულმა ლიგამ.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)