13:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 20:46:15, 1549 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი აშშ-ს, გერმანიისა და დასავლეთის 8 ქვეყნის ელჩს ქვეყნიდან განდევნით დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს, გერმანიისა და დასავლეთის რვა სხვა ქვეყნის ელჩს ქვეყნიდან განდევნით დაემუქრა, მას შემდეგ რაც მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის მხარდასაჭერად.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. აღნიშნულ ელჩებს შორის, თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.
"მე საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი მითითება, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამით ისინი გაიცნობენ, გაიგებენ და შეიცნობენ თურქეთს. ვისაც თურქეთის არ ესმის და ვერ უგებს, ერთ დღესაც დატოვებენ აქაურობას," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
10 ქვეყნის ელჩებმა, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics