13:31 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 19:36:04, 1217 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი ანგელა მერკელს - ევროპელი ლიდერები თქვენს გარეშე, ეს იგივეა, რაც რომი ვატიკანის გარეშე

 " ანგელა მერკელის გარეშე ევროპელი ლიდერების შეკრება იგივეა, რაც „რომი ვატიკანის გარეშე და პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე". ამის შესახებ ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა  ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა.

ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე , რომელიც ანგელა მერკელისთვის, როგორც გერმანიის კანცლერისთვის, 117-ე და ბოლო სამიტია  მას ემოციური დაშვიდობება მოუწყვეს.

"თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და მანათობელი შუქურა“, - აღნიშნა მიშელმა. 

რაც შეეხება  ბელგიის პრემიერს ალექსანდრე დე კრომს, მისი განცხადებით მერკელი ხშირად დახმარებია მათ რთული გადაწყვეტილების მიღებაში.

„მან 16 წლის განმავლობაში მართლაც დატოვა თავისი კვალი ევროპაში, დაგვეხმარა 27-ვე ჩვენგანს რთულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“,- აღნიშნა ალექსანდრე დე კრომ.

ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკის პროფესიონალის წასვლა დიდ სიცარიელეს დატოვებს.

„ის, შეიძლება ითქვას, სიმშვიდის თავშესაფარი იყო ევროკავშირში. ის უდავოდ დიდი ევროპელია“,- აღნიშნა შალენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics