11:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 16:27:02, 1134 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სახიფათო ნაბიჯი იქნება, რომელსაც შედეგი მოჰყვება

უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნება, "უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი" და აიძულებს რუსეთს მიიღოს საპასუხო ზომები- ამის შესახებ  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ.

რუდენკომ კომენტარი გააკეთა ამერიკელი მინისტრის სიტყვებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი შეფასებები ისმის ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან.

თუმცა, ჩვენ ყურადღებას არა ოფიციალურ პოზიციას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ვაქცევთ. ვთვლით, რომ ეს საკმაოდ საშიში ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც რუსეთს საპასუხო ქმედებას აიძულებდა- განაცხადა რუდენკომ რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ ჩაერევა უკრაინასა და ალიანსის წევრებს შორის მოლაპარაკებებში და დასძინა, რომ "ნებისმიერ ნაბიჯს ექნება შედეგი".

"ვინაიდან ეს არის მოლაპარაკებები ნატოსა და უკრაინას შორის, მათი გადასაწყვეტია როდის და რა არის საჭირო, მაგრამ ჩვენ ერთგვარად გავაფრთხილეთ ისინი. ნატომ იცის ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით", - თქვა რუდენკომ.

  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics