11:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 15:09:20, 934 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში, მეჩეთის აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა 45, კი დაშავდა

ავღანეთის სამხრეთ პროვინციის, ქალაქ ყანდაარში შიიტური მეჩეთის აფეთქების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა- ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ადგილობრი პროვინციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრნდობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქება  ბიბი ფატიმას მეჩეთში მოხდა, ის ყველაზე დიდი შიიტური მეჩეთია  ქალაქში.

 „ სამწუხაროა, ის ფაქტი, რაც დღეს  გავიგეთ, რომ აფეთქება მოხდა შიიტების საძმოს მეჩეთში, ყანდაარის  რაიონში, აფეთქების შედეგად  მრავალი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და დაიჭრა.თალიბანის სპეცრაზმი ჩავიდა რეგიონში მომხდარის დეტალების  დასადგენად და დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად“ - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ქარი საიდ ხოსტი „ტვიტერზე“.

თვითმხილველმა„AFP“– ს,  განუცხადეს,  რომ მათ გაიგონეს  სამი აფეთქების ხმა, პირველი  მეჩეთის მთავარ კართან, მეორე სამხრეთ ნაწილში და მესამე, სადაც მლოცველები განბანვის რიტუალს ატარებენ

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საავადყოფოები სავსე იყო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ადამიანებით.

 მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

ცნობისვით, ერთი კვირის წინ ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციაში, კერძოდ კუნდუზში მეჩეთის აფეთქების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი, კი დაშადა, მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორიტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics