11:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 14:41:29, 1346 ნახვა

მსოფლიო
კიევში უკრაინისა და ევროკავშირის 23-ე სამიტის სხდომა დაიწყო

კიევში უკრაინისა და ევროკავშირის 23-ე სამიტის სხდომა მიმდინარეობს. სამიტს ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტ ზელენსკის „ტვიტერის“ პოსტის მიხედვით აქვეყნებს.

როგორც, ზელენსკიმ „ტვიტერ“-ზე დაწერა,  აღნიშნული სამიტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის  ნაყოფიერი იქნება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში.

 ევროსაბჭოს წარმომადგენლები მარიინსკის სასახლეში უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია მხარეებს შორის რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება. მათ შორისაა: შეთანხმება საერთო საავიაციო სივრცის შესახებ, უკრაინის ასოციაცია ევროპულ პროგრამა Creative Europe-თან და Horizon Europe-თან, რომელიც აფინანსებს კვლევებსა და ინოვაციებს.

როგორც ცნობილია სამიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, უკრაინაში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის ჩადება წარმოადგენ.ამით ევროკავშირი ქვყნის მიმართ ღია მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.

სამიტზე ასევ აქტიურად განიხილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვენერიტეტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics