|
2021-04-21 10:26:37, 431 ნახვა
საზოგადოება
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი „პსპ დაზღვევისგან“
„პსპ დაზღვევამ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სრულიად ახალი სერვისი -„პერსონალური მენეჯერი“ დანერგა, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ და პრივილიგირებულ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას დაზღვეულის სურვილისამებრ. დღევანდელ რეალობაში, როდესაც ცხოვრების რიტმი საკმაოდ სწრაფი და დატვირთულია, აუცილებელია, რომ გვქონდეს ნებისმიერი, მათ შორის სადაზღვევო მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა. პერსონალური მენეჯერის დახმარებით, სადაზღვევო პროცესები კიდევ მეტად მარტივდება, რაც დაზღვეულს უზოგავს დროს და საშუალებას აძლევს კომფორტული სერვისი სწრაფად და მარტივად მიიღოს. პერსონალური მენეჯერის მომსახურება გულისხმობს სადაზღვევო პროცესის სრულ ადმინისტრირებას და აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიც არის - ,ექიმთან ვიზიტის ორგანიზება, სატელეფონო დახმარება და კონსულტირება, რეფერალის ორგანიზება; სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, ონლაინ ანაზღაურება, კურიერის მომსახურების ორგანიზება, მიმართვების გაცემა (სპეციალისტის კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მედიკამენტები) და ა.შ. ჩამოთვლილი სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა, განაპირობებს დღევანდელობის ყველაზე ღირებულის და ძვირფასის - დროის დაზოგვას, სადაზღვევო პროცედურების რუტინის თავიდან აცილებას და პრივილეგირებული და ექსკლუზიური სერვისებით სარგებლობის შესძლებლობას. პერსონალური მენეჯერის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა პსპ დაზღვევით მოსარგებლეს შესაბამისი განაცხადის მარტივად შევსებით. 2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს განსხვავებულ სერვისებს და ახლ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)