14:59 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 12:44:08, 459 ნახვა

საზოგადოება
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 69-ე სესიის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” (Batumi Talk Show: Scoring SDGs through action on green economy and clean air) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის  მოადგილემ,  ნინო  თანდილაშვილმა მიიღო.

კონფერენცია UNECE-ის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ იყო ორგანიზებული.

ონლაინკონფერენციისმიზანი 2016 წელს ბათუმში გამართული რიგით მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე „გარემოევროპისათვის“მიღებული  ინიციატივების   განხორციელების   ხელშეწყობა იყო. აღნიშნულ მინისტერიალზე მიღებულ იქნა 2 მნიშვნელოვანი ინიციატივა: „ბათუმის ინიციატივა მწვანე ეკონომიკის შესახებ” (BIG-E) და „ბათუმის ქმედებები სუფთა ჰაერისთვის” (BACA). BIG-E და BACA წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ გარემოსდაცვით ინიციატივებს და მოიცავს რეგიონის ქვეყნების მიერ წარდგენილ ნებაყოფლობით ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე მწვანე ეკონომიკის განვითარების და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფისთვის.

ონლაინ კონფერენციაზე, ბათუმის მინისტერიალის ინიციატივების მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა BIG-E-ის და BACA-ს ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს და მათ მიერ აღებული ახალი ვალდებულებები წარმოადგინეს.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს  მიერ   BACA-ს 7 ნებაყოფლობითი ვალდებულების განხორციელების შესახებდა ყურადღება აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლსა და აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.

„საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს BACA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულების განხორციელების კუთხით, რომელიც მოიცავს ქმედებებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის და შეფასების სისტემის გაუმჯობესებისა და ტრანსპორტის სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი BACA-ს ახალი, მერვე ნებაყოფლობითი ვალდებულება ითვალისწინებს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ, VOC) გაფრქვევების შემცირებას ბენზინის  შენახვა/დისტრიბუციისა და საღებავების მოხმარების სექტორიდან. ამასთანავე, მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველომ აიღო დამატებითი ნებაყოფლობითი ვალდებულება BIG-E-ს ფარგლებშიც, რომელიც გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას გულისხმობს მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის საშუალებით.

ონლაინ კონფერენციას უკრაინის, პორტუგალიის, ფინეთის, ბელარუსის, საქართველოსა და უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics