2021-04-18 13:54:35, 590 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ მოსამართლემ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო პროკურატურა კი პატიმრობას.
ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი, ნიკოლოზ წურწუმია შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,