|
2021-04-17 11:47:25, 453 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადმოეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადმოეცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის "წითელი ხიდის" სამმართველოს ბაზაზე გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში - კარლ ჰარცელს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს. 3.3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები საზღვარზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ასევე, ხელს შეუწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას. ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული დაკვირვების სისტემის მუშაობის შესახებ. დელეგაციის წევრები, ასევე ეწვივნენ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და ადგილზე გაეცნენ მგზავრთა ნაკადის მართვისა და შემოწმების პროცედურებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო საშუალებების განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ - ფარგლებში განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 40 ავტომანქანა და საკომუნიკაციო საშუალებები გადმოეცა. ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის, სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ელექტრონული დაკვირვების სისტემების მოწყობას და სანაპირო დაცვისათვის სწრაფი რეაგირების 4 საპატრულო კატარღის გადმოცემას.
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)