|
2021-04-08 14:16:59, 823 ნახვა
სამართალი
საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე დრო მიმდინარე მოვლენების განსჯასა და ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაეთმობა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, ეს იქნება მსჯელობისა და განხილვის გარემო. „დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩვეულო შეკრება და არ არის პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქნება ეს შეხვედრა. დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. დღეს შედეგებს და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვის და მსჯელობის გარემო“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)