15:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 11:31:59, 648 ნახვა

სამართალი
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული 3 პირის ცხედარი იპოვეს, ერთის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი და დამატებით, კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics