|
2021-01-23 17:15:22, 902 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - არიან დაკავებულებიც
„ბიბისი“ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ იუწყება. „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, რომ უშიშროების ძალებმა ხელკეტი ურტყეს მის კორესპონდენტს. გარდა ამისა, სპეცრაზმმა ხელკეტით გატეხა „ნოვაიას გაზეტას“კორესპონდენტის კამერის ობიექტივი. „მედუზას“ კორესპოდენტს სპეცრაზმელმა სცემა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სპეცრაზმელმა დაიწყო მისი ცემა, რადგან იგი აქციას აშუქებდა. სამართალდამცველებმა სცადეს „მედუზას“ ფოტოკორესპონდენტის დაკავებაც. მედია იუწყება, რომ დააკავეს „დოჟდის“ კორესპონდენტი და მისი ოპერატორი. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია რუსეთის 93 ქალაქში მიმდინარეობს. მიმდინარეობს აქტივისტების მასობრივი დაკავება. ამ ეტაპზე დაკავებულია 370-მდე აქციის მონაწილე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)