|
2021-01-20 08:56:31, 747 ნახვა
მსოფლიო
მადლობა და ნახვამდის - დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელსაც უფლებამოსილება დღეს, 20 იანვარს ეწურება, გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. „45-ე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მე ვდგავარ თქვენს წინ ამაყი, იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა", - აცხადებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპმა ამერიკელ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პრეზიდენტობა მისთვის პატივი იყო. „ყველაზე მეტად მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. გემსახუროთ თქვენ როგორც პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობა დაუშვებელია. „ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით. ახლა როგორც არასდროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულების გარშემო, დავდგეთ პარტიულ ბრაზზე მაღლა და შევქმნათ ჩვენი საერთო ბედი“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა. აღნიშნულ მიმართვაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაყია, რადგან ათწლეულების განმავლობაში პირველი პრეზიდენტია,რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები. მისი თქმით, მოძრაობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მხოლოდ დასაწყისია და იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება. „მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)