17:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 17:51:50, 608 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, სასამართლო სხდომაზე, ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკოსის 200-მდე მხარდამჭერია შეკრებილი და ოპოზიციონერის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics