17:33 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 16:24:51, 1040 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთის ქალაქ ქაბულში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ამავე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა დილის 8:30 საათზე მოხდა.

მომხდარ ფაქტს „თალიბანს“ უკავშირებენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები.

თალიბანის სპიკერმა კი თქვა, რომ მისი მებრძოლები ამ ფაქტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მებრძოლები გააგრძელებენ მთავრობის მნიშვნელოვანი ფიგურების თავიდან მოცილებას, თუმცა მათ რიცხვში ჟურნალისტები ან სამოქალაქო საზოგადოების წევრები არ მოიაზრებიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics