12:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 11:08:09, 825 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო, საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა, მურიელ ბაუზერმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა 20 იანვრამდე გაგრძელდება. ამავე დღეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ,   დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics