|
2020-12-25 21:09:03, 1129 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება. „მიიღეთ თბილი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენს ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით. გისურვებთ ახალ წარმატებებს ყველა წამოწყებაში მოძმე საქართველოს საკეთილდღეოდ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მთავრობებსა და პირადად ჩვენ შორის შეიქმნა ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე, კულტურულ და ცივილიზებულ საერთო საფუძვლებზე დამყარებული ეფექტიანი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ატმოსფერო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ“, - ვკითხულობთ ფაშინიანის მისალოც გზავნილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)