|
2020-12-22 16:50:24, 592 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის სიდიადის ბოდვა აქვს, როგორც იძახიან, ის საკუთარ თავს იესოს ადარებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმინტრი პესკოვი აცხადებს, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გამოვლენილი აქვს დევნისა და სიდიადის ბოდვის სიმპტომები. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ცნობილია, რომ ალექსეი ნავალნი საკუთარ თავსი ესოსაც ადარებს. „ჩემს თავს უფლებას მივცემ, რომ საკუთარი ვერსია გამოთქვა, რასაც როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე. პაციენტს აქვს გამოვლენილი დევნის ბოდვის მძიმე ფორმა, ასევე სიდიადის ბოდვის სიმტპომებიც, რადგან, როგორც იძახიან, ის საკუთარ თავს იესოსაც ადარებს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა. ცნობისთვის, ერთი დღით ადრე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნის „გამოძიება“ მის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ქმედებების შესახებ, დაგეგმილი პროვოკაციაა. FSB-ს ცნობით, ანტიკორუფციული ფონდის შემქმნელის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო „სატელეფონო საუბრით“ ყალბია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)