|
2020-12-21 23:49:51, 584 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ლუბოვ სობალი ნავალნის ერთ-ერთი მომწამვლელის სახლთან დააკავეს
რუსი ოპოზიციონერი ქალი ლუბოვ სობალი, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მომწამლავი პირის სახლთან დააკავეს. პოლიტიკოსი ეფესბეს სპეცაგენტის კუდრიანცოვის სახლთან იმყოფებოდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. სობალი ცდილობდა, აგენტისგან გაეგო რატომ და ვისი დავალებით მოწამლა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. როგორც ნავალნი ამბობს, Bellingcat-ის, CNN-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის დროით დილის 7 საათისთვის ნავალნიმ გადაწყვიტა, დაერეკა FSB-ს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გამოძიების თანახმად, ნავალნის მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ. მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)