|
2020-12-20 19:40:30, 865 ნახვა
მსოფლიო
ჯანმომ კორონავირუსის ახალი სახეობა ავსტრალიაში, ნიდერლანდებსა და დანიაშიც აღმოაჩინა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავდაპირველზე გაცილებით უფრო საშიში კორონავირუსის სახეობა, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში და დანიაშიც აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი-ზე“ დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. კორონავირუსის ახალი სახეობა, პირველთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა სიკვდილიანობის მხრივ არცისე მაღალი მაჩვენებელი აქვს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, იმისა, თუ როგორ იმოქმედებს შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის კონკრეტულად ამ სახეობაზე. კვირას, ნიდერლანდებმა კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, 1 იანვრამდე ავიარეისები დიდი ბრიტანეთის მიმართულებით აკრძალა. ასევე იმოქმედეს სხვა ქვეყნებმაც: ბელგიამ, იტალიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, შვეიცარიამ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 75 მილიონს აჭარბებს. გარდაიცვალა 1.7 მილიონი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)