07:24 - 01 May, 2026
|
2020-12-19 11:46:33, 545 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში საშობაო და საახალწლო პერიოდში საყოველთაო კარანტინი დაწესდება
იტალიაში საშობაო და საახალწლო პერიოდში საყოველთაო კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაიხურება ყველა ისეთი მაღაზია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ამასთან ერთად რესტორნები და ბარები მუშაობას აჩერებენ. იტალიელებს გადაადგილება მხოლოდ სამუშაო, ჯანმრთელობისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს შეეძლებათ. იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ამ „გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, ასევე 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე და 5-6 იანვარს იმოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 22:00-დან 05:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)