|
2020-12-18 11:32:04, 544 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც ევთანაზიის დეკირმინალიზაციას ითვალისწინებს
198 მომხრე, 138 წინააღმდეგი - ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ევთანაზიის შესახებ უკურნებელი სენით დაავადებული, ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტების სიკვდილის ნებაყოფლობით დაჩქარებას გულისხმობს. ამავდროულად, ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ხარჯები უნდა დაეფაროს ყველა პაციენტს, ხოლო პაციენტს (ის უნდა იყოს ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ან ბინადრობის ნებართვის მქონე ზრდასრული ადამიანი) უნდა შეეძლოს დაადასტუროს სიკვდილის სურვილი. სულ მცირე, ოთხჯერ განაცხადის მიღების მომენტიდან. ამასთან, მას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გააუქმოს მოთხოვნა ან მოითხოვოს მისი გადადება. აღნიშნულ კანონპროექტს ესპანელი სოციალისტები უჭერდნენ მხარს, ხოლო კონსერვატორები და მემარჯვენეები პოლიტიკური მზრუნველობის, როგორც ევთანაზიის ალტერნატივას, ისე სთავაზობდნენ. ახლა უკვე, კანონპროექტს სენატი განიხილავს - პარლამენტის ზედა პალატა. იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებენ და დაამტკიცებენ, ახალი კანონი მომავალი წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება. ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს ახალ ზელანდიაში ევთანაზია ლეგალიზებული გახდა და გადაწყვეტილება რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)