|
2020-12-16 14:58:02, 745 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - ბაიდენის მოსვლა არ გვიხარია, მაგრამ ტრამპის წასვლით კმაყოფილი ვართ
მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის მმართველობით „აღფრთოვანებული“ არ ვართ, დონალდ ტრამპის მმართველობის დასრულებით „ძალიან ბედნიერი ვართ“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა განაცხადა, რომლის შესახებაც aljazeera წერს. გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სატელევიზიო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა ტრამპს „ბოროტი“ და „აშშ-ის ყველაზე კანონდამრღვევი ადამიანი“ უწოდა. „ჩვენ ძალიან არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვართ ტრამპის წასვლით. ადამიანი, რომელმაც ამდენი სისასტიკე ჩაიდინა; რომელიც იყო მკვლელი და ტერორისტი. ეს ადამიანი მოკლებულია ყველა ეთიკურ და ადამიანურ პრინციპებს“, - განაცხადა რუჰანმა. მან ასევე აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაში ხელი შეეშალა. როგორც ცნობილია, 2018 წლიდან ირანი აშშ-ის მხრიდან მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს განიცდის, რადგან ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენი ირანს დაჰპირდა, რომ გარიგებაში კვლავ დაბრუნდება და დაწესებულ სანქციებს იმ შეთხვევაში მოხსნით, თუ ირანი მის პირობებს შეასრულებს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)