|
2020-12-12 11:25:58, 855 ნახვა
მსოფლიო
ირანში ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯეს
ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტი 2017 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისა და ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს. რუჰოლა ზამი 2017 წელს ირანიდან გაიქცა და თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. ის 2019 წელს ირანელმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და ქვეყანაში დააბრუნეს. საფრანგეთმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს. ირანში 2017 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, არეულობის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით პირი პოლიციამ დააკავა. ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე უარესი საპროტესტო აქცია იყო. თუმცა, კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა ირანში, შარშან გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც საწვავის ფასების ზრდის გამო მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)