|
2020-12-11 16:21:11, 824 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ
„მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე იქიდან გამოვიყვანოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციის არ შესვლა, ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. „დღეს, რაც მოხდა თბილისში ეს არის დიდი გამარჯვება, დიდი გამარჯვება პირველი ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება - ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული - ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში! ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე იქიდან გამოვიყვანოთ და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)