14:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 15:30:52, 519 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევა, ოპოზიციის ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს

მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევა, ოპოზიციის ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგნოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატია არის მონაწილეობ და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია.

მანვე დასძინა, რომ ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქის არჩევანს და მოძებნოს შეთანხმების შესაძლებლობა.

"საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩვენებში მონაწილეობა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეჭქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა, ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია.

პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოხატული ნდობა და ჩვენი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს. " - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics