|
2020-12-11 13:04:37, 562 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, არ იქნება ბოიკოტი, იქნება ჩვეულებრივი შატალო
ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, არ იქნება ბოიკოტი, იქნება ჩვეულებრივი შატალო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში კრისტალიზაციის პროცესი, რომელსაც თავისი იუდა სჭირდება. „რესპუბლიკური პარტია“ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში დავეხმარები. ბოიკოტის ტესტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში, ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად, ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო. მე ამას ოპოზიციაში დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, ეს არის კრისტალიზაციის პროცესი და გეტყვით, რომ ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა და ვინც ამ მძიმე ხვედრს და როლს, ძალიან უმადურს ისტორიულად თავის თავზე აიღებს, ეს მისი ჯვარია და თვითონ ატაროს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)