|
2020-12-06 15:04:12, 1273 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ - მოლდოვაში მმართველობა უნდა შეიცვალოს და ერთადერთი გზა ამისთვის საპარლამენტო არჩევნებია
"მოლდოვაში მმართველობა უნდა შეიცვალოს და ერთადერთი გზა ამისთვის საპარლამენტო არჩევნებია", - ამის შესახებ მოლდოვის ახლადარჩეული პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. ამის შესახებ, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ამაზე ადრე სანდუმ მოლდოვის მოსახლეობას მიმართა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა. მთავარი მოთხოვნა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. თავის მხრივ ამ პროტესტში მონაწილეობას სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იღებდნენ. მაია სანდუს მომხრეები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენენ, მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათ მთლიანად გადაკეტეს მოძრაობა მოლდოვის დედაქალაქის ცენტრში და ასევე გზა პოლიციის მთავარ შენობასთან. მოსახლეობამ თან მიიტანა მოლდოვის დროშები, პლაკატები, რომელზეც პრემიერ იონა კიკუს და იგორ დოდონს კორუფციაში ადანაშაულებენ. „ჩვენ შეგვიძლია ხალხთან ერთად გავაჩეროთ ეს მმართველობა მხოლოდ ერთი გზით - ჩავატაროთ დაჩქარებული წესით საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის მხოლოდ ერთი რამეა საჭირო - გადადგეს მმართველობა“, - აცხადებს სანდუ. მისივე სიტყვებით, მოქმედი მმართველობა ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და ის ბოლომდე იბრძოლებს სანამ ქვეყანა განვითარების გზაზე არ დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)