|
2020-11-24 10:37:14, 1119 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა
დონალდ ტრამპი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, „უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს. გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ იგი აღიარებს ბაიდენს, როგორც „აშკარა გამარჯვებულს“. „მადლობას ვუხდი სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩვენი საქმე გრძელდება. ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილის და მის გუნდს გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს საწყის ოქმებთან დაკავშირებით და ამავე რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდსაც“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)