|
2020-11-22 16:12:14, 1196 ნახვა
მსოფლიო
რატომ არ ულოცავს რუსეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს გამარჯვებას - ვლადიმერ პუტინის განმარტება
"რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებას ელოდება,შესაბამისად არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატისთვის მილოცვის საკითხში სხვა გარემოებები არ არსებობს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. პუტინის თქმით, რუსეთი ყველას მიმართ პატივისცემითაა გამსჭვალული, მათ შორის, როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯოზეფ ბაიდენისადმი. "მინდა გითხრათ, რომ აქ არ არსებობს არანაირი მე მომწონს და მე არ მომწონს შეხედულებები - ჩვენ უბრალოდ ამერიკაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დასრულებას ველოდებით. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, როგორც მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე ჯოზეფ ბაიდენს. ამიტომაც ამ საქმეში არანაირი პრობლემები არ არსებობს, ჩვენ ვიმუშავებთ იმ პრეზიდენტთან, რომელსაც ხალხი ქვეყანას ანდობს", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)