|
2020-11-19 13:52:14, 1455 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად დამატებით სამ მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც ბრიუსელში კომისარმა კრიზისის მართვის საკითხებში, იანეზ ლენარშიჩმა განაცხადა, აღნიშნული თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ გამოიყო. „ევროკავშირი აგრძელებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დახმარებას. ჩვენ ვუგზავნით დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას მათ. მივესალმები რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ამის მიუხედავად, უკიდურესად შეშფოთებული ვარ იძულებით გადაადგილებული დაუცველი ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომლებსაც პანდემიასთან ერთად ზამთრის მძიმე პირობებთანაც მოუწევთ გამკლავება“, - განაცხადა ლენარშიჩმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 9 ნოემბერს არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)