01:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-15 16:20:55, 690 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში ტრამპის ათასობით მომხრემ დემონსტრაცია გამართა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ათასობით მომხრემ ვაშინგტონში დემონსტრაცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის მხარდამჭერებმა დემონსტრაციები შაბათს, შუადღისას დაიწყეს, თეთრი სახლის აღმოსავლეთით, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოსკენ გაემართნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციაზე ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირების შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი. პოლიციამ 20 აქტივისტი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.

შეგახსენებთ, რომ  მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას ახლა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს მაშინ, როდესაც გამარჯვებისთვის 270 ხმა სჭირდებოდა. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დავას განაგრძობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics