23:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 18:46:56, 882 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ

„გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ მინესოტაშიც და ჯორჯიაში წინ მიიწევენ და გაიმარჯვებენ.

„გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ. ვიცოდით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნაადრევი და ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო, [ხმების დათვლას] მეტი დრო დასჭირდებოდა. უნდა მოვითმინოთ. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე ხმების დათვლის მძიმე შრომა დასრულდება. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე თითოეული ხმა, თითოეული ბიულეტენი არ დაითვლება. მაგრამ, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, კარგად ვგრძნობთ ჩვენი შედეგების გამო. ზოგიერთი ტელევიზია ამბობს, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ არიზონა, ჩვენ არიზონაში დარწმუნებულნი ვართ, ეს დიდი ცვლილებაა. ჩვენ გავიმარჯვეთ მინესოტაშიც და ჯორჯიაში წინ მივდივართ, და ამას არ ველოდით. კარგი განცდა გვაქვს უისკონსინის და მიჩიგანის შემთხვევაში. და სხვათაშორის, ხმების დათვლა ბევრ დროს წაიღებს, ჩვენ მოვიგებთ პენსილვანიას“, - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics