18:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 10:09:29, 1292 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. 

ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევა.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები პარასკევს მოსკოვში დაიწყო, რომელიც 10 საათი გრძელდებოდა. სომხეთის დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა პუტინის როლს შეთანხმების მიღწევაში. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის ტექსტი რუსეთის საგარეო უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბრიდან გამწვავდა და მას შემდეგ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics