|
2020-09-23 11:59:43, 565 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი - კარგი ვერსიაა, სამზარეულოში „ნავიჩოკი" ჩემით მოვხარშე, თვითმფრინავში მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში
თავად მოვხარშე სამზარეულოში „ნავიჩოკი", თვითმფრინავში მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში, - ასე ეხმაურება რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც პუტინმა აღნიშნა, რომ ნავალნის შეეძლო თავად მოეწამლა თავი. აღნიშნულ განცხადებას ნავალნი სოციალურ ქსელში წერს. „ვლადიმერ პუტინმა განუცხადა ფრანგ კოლეგას, რომ „ნავალნის შეეძლო, რომ თავად გადაეყლაპა საწამლავი“ კარგი ვერსიაა, ვთვლი, რომ იმსახურებს შესწავლას, თავად მოვხარშე სამზარეულოში „ნავიჩოკი“, წყნარად მოვწრუპე თვითმფრინავში და ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ არ უნდა დაეშვათ ეს. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ, რომ „საკმარისი ვიცხოვრე“, - აი ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. პუტინმა მე მომიგო. მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე, როგორც სულელს კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემს მიზანს ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა“, - წერს ნავალნი "ინსტაგრამზე".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)