13:50 - 30 Apr, 2026
|
2020-09-21 10:36:43, 1135 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი გაიხსნა
დღეს ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტაძარი კორონავირუსის გამო 6 თვის განმავლობაში დახურული იყო, რაც თაჯ-მაჰალის დაკეტვის ყველაზე დიდი პერიოდია. დღეიდან ტაძარი მხოლოდ 5,000 ვიზიტორს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კოვიდ19-ის გამო მიიღეს. თაჯ-მაჰალი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და პანდემიის დაწყებამდე ის ყოველდღე 70 000-მდე ტურისტს მასპინძლობდა. ცნობისთვის, ბოლოს თაჯ-მაჰალი მოკლე დროით დაიხურა 1978 წელს, როდესაც დაიტბორა ქალაქი აგრა, სადაც ის მდებარეობს. მანამდე კი ძეგლი რამდენიმე დღით დაიხურა 1971 წელს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)