|
2020-09-18 17:30:35, 1658 ნახვა
მსოფლიო
ღურწკაიამ, ბასკოვმა და სხვა მომღერლებმა ლუკაშენკოს კლიპი მიუძღვნეს
ღურწკაიამ, ბასკოვმა და სხვა მომღერლებმა ლუკაშენკოს კლიპი მიუძღვნეს. რუსმა და ბელარუსელმა მომღერლებმა კლიპი ჩაწერეს, სადაც ლუკაშენკოს ცნობილი ციტატა გააჟღერეს - „ძვირფასს არ თმობენ“. ვიდეო კლიპი aura.by-ის Youtube არხზე განთავსდა, სოციალურ ქსელში კლიპს გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კლიპის მონაწილე შემსრულებელთა ნაწილმა უარყო, რომ სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაიწერა. “ბუინოვი უბრალოდ მუსიკოსია. პიანონოზე უკრავს და მღერის”, – თქვა ბუინოვის პროდიუსერმა Open Media-სთან საუბრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მომღერალს უბრალოდ შესთავაზეს კლიპში მონაწილეობა, რასაც ის დათანხმდა და არაფერი იცოდა ლუკაშენკოს ციტატის არსებობაზე სიმღერის ტექსტში. „მომღერალს არ შეუსრულებია რაიმე სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად“ , - ამის შესახებ კი, ფილიპ კირკოროვის წარმომადგენელმა განაცხადა. Youtube-ზე გამოქვეყნებულ კლიპს გამორთული აქვს როგორც კომენტარების, ისე შეფასების ფუნქცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)