|
2020-09-18 16:13:12, 680 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი კატასტროფის წინაშე დგას
ბელარუსი კატასტროფის წინაშე დგას, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ბელარუსში საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტი აცხადებს, რომ წესრიგის აღსადგენად მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა, რომელიც მთლიან მზადყოფნაშია. ამასთანავე, ლუკაშენკო აპირებს ჩაკეტოს საზღვრები პოლონეთთან და ლიტვასთან. ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთს, კერძოდ ამერიკასა და ევროკავშირს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთისა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნები მზად არიან, რომ დაეხმარონ ბელარუს მომიტინგეებს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტად ისევ აირჩიეს, მის მოწინააღმდეგეებში დიდი ხმაური გამოიწვია, რასაც გრძელვადიანი აქციები მოჰყვა ბელარუსში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)