|
2020-09-18 13:38:15, 755 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ევროპარლამენტი თავის მიზნებს ნავალნის საქმით ნიღბავს
„ევროპარლამენტი თავის მიზნებს ნავალნის საქმით ნიღბავს“,- ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა РИА Новости-ში ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, რუსეთში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ნავალნის საქმეს უკავშირდება, მკაცრად გააკრიტიკეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დასავლეთს რეალურად არ სურს ამ ინციდენტის გამოძიება. დიპლომატმა ასევე გააკრიტიკა იდეა, რომელიც ნავალნის სახელს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დარღვევასთან აკავშირებს. „მათი განცხადებების ხასიათიდან ნათლად ჩანს, რომ დასავლელ პარტნიორებს სულაც არ სურთ სინამდვილეში სიმართლის დადგენა. ევროპარლამენტმა მიიღო ხმების უმრავლესობით რეზოლუცია, რომელსაც მხოლოდ ერთი შეხედვით უკავშირებენ ნავალნის საქმეს, სინამდვილეში ევროპარლამენტი თავის მიზნებს ნავალნის საქმით ნიღბავს. ევროპას სურს შეასუსტოს ჩვენი გავლენა“, - წერს ზახაროვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)