|
2020-09-17 16:36:17, 706 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა ნავალნის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება მოითხოვა
ევროპარლამენტმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა, - ამის შესახებ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია საუბარი. როგორც სააგენტო „მედუზას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს რუსეთთან ურთიერთობის გადაფასებას, რაც გულისხმობს „ნორდ სტრიმ 2-ის“ შესაძლო გაჩერებას. ამასთანავე, ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს რუსულ ოპოზიციას და იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს საერთაშორისო ეკონომიკური სახის ფორუმებზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას რეკომენდაციის სახე აქვს და იურიდიულად არ არის დამტკიცებული. სანქციების რეალობაში განხორციელებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყევლა წევრი ქვეყნის თანხმობა. აღნიშნული რეზოლუციის განხილვა, ევროპარლამენტის სხვადასხვა ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, 21 სექტემბერს იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)