13:47 - 30 Apr, 2026
|
2020-09-16 16:53:01, 2032 ნახვა
მსოფლიო
ანდერს ბრეივიკი შეწყალებას ითხოვს
ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი შეწყალებას ითხოვს, - ამის შესახებ ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა. ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტმა, ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. მან ასევე, კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა, რასაც 69 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. გარდაცვლილთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „მე მისი მოთხოვნით ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნა გავგზავნე”, - განაცხადა ბრეივიკის ადვოკატმა. ბრეივიკის მოთხოვნას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ოსლოს მერი რაიმონდ იოჰანსენი. მან განაცხადა, რომ „ის არასდროს უნდა გათავისუფლდეს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)